შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ბიწაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს. 1982-1986წწ. დიდუბის რაიონის გამომძიებელი; 1987-1990წწ. მოსკოვის მართლწესრიგისა და კანონიერების ინსტიტუტის ასპირანტი. იყო კრწანისის და ნაძალადევის რაიონების პროკურორი, გენერალური პროკურორის მოადგილე; საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი. მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინასწარი გამოძიების საჯაროობა სისხლის სამართლის პროცესში", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 52; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.173 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |