The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ციციშვილი

დაბადების თარიღი:2 დეკემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:1988  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1952 წელს.

1957 წლიდან ასწავლიდა თეორიულ საგნებს თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში; დაწერილი აქვს: სიმფონია(1952), ორი სავიოლინო კონცერტი ორკესტრთან ერთად(1950, 1959), უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის(1962), ორი კანტატა(1971, 1972), კონცერტი ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის(1978), ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები; კამერულ–ინსტრუმენტული – ორი საფორტეპიანო პიესა(1954), სონატა ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1970), სამი პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1972), კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – რომანსი ტენორისა და ფორტეპიანოსათვის(1948), სიმღერა ვაჟთა ვოკალური ოქტეტისათვის(1975), ვოკალური ციკლი(1979, ოთხი სიმღერა), "სიმღერა საქართველოზე"(1979); საგუნდო ნაწარმოებები – სამი საგუნდო სიმღერა ვაჟთა ვოკალური ანსამბლისათვის(1981), ოცზე მეტი საგუნდო სიმღერა, საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისათვის.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 238; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 393

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1961-1988)

გააზიარე: