Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ჩორგოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს. 1929 წლიდა მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას დაწყებით სკოლებში; 1934–1935წწ. იყო გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეს თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დრამატული თეატრების ორკესტრებში; 1935–1936წწ. იყო არტისტი, 1936–1937წწ. თბილისის წითელარმიელთა დრამატული თეატრის სასულე ორკესტრის დირიჟორი; 1937–1938წწ. ქ. დუშეთის პედაგოგიური სასწავლებლის მუსიკის პედაგოგი; 1936–1975წწ. განაგებდა მუსიკალურ ნაწილს და იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამტული თეატრის დირიჟორი; დაწერილი აქვს: ოპერა "განდეგილი"(1968, ვაჟა–ფშაველას მიხედვით), კანტატა "თებერვალი საქართველოში"(1971), ვოკალურ–სიმფონიური პოემა "სალხინო", საბავშვო ოპერა "ნახევარქათამა"(1973), "საცეკვაო სიუიტა" სიმფონიური ორკესტრისათვის, კვარტეტი სასულე ორკესტრისათვის, სიმებიანი კვარტეტი, გუნდები, სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 247; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 420 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |