The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ახობაძე

Date of birth:25 December, 1918
Date of death:1 November, 1971  (at 52 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Musician, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1947 წელს.

1950 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრაზე. 1951–1953წწ. იყო საქართველოს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს კადრებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების უფროსი. იკვლევდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის ნაკლებად შესწავლილ საკითხებს. შედგენილი აქვს ხალხური სიმღერების კრებულები: "ქართული(სვანური) ხალხური სიმღერები"(1957), "აფხაზური  ხალხური სიმღერები"(1975, მოსკოვი), "ქართული(აჭარული) ხალხური სიმღერები"(1961, ბათუმი). არის შემდეგი შრომების ავტორი "კოლექტიური შრომის ფორმა "ნადი" და ქართული ოთხხმიანი სიმღერა "ნადური"(1965, ბუდაპეშტი, რუსულ ენაზე), "ქართული ხალხური შრომის სიმღერები"("ნადური", 1964, მოსკოვი, რუსულ და ინგლისურ ენებზე). მუსიკათმცოდნე–ფოლკლორისტი. კონსერვატორიის პროფესორი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.304

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: