The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო ახმეტელი

ლადო ახმეტელი
Legal name:ვლადიმერ ახმეტელაშვილი
Other name:შვარცი  (Pseudonym)
Date of birth:10 March, 1875
Date of death:12 August, 1942  (at 67 years)
Burial location:ქ. ბერლინი
Category:Economist, Scientist, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი(ყოფ. თელავის მაზრა).

სწავლობდა თელავის სასულიერო სკოლაში, 1892–1898წწ. თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1899 წელს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში. 1899 წლის მეორე ნახევარში გერმანიაში გაემგზავრა. 1901–1904წწ. სწავლობდა ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში, ლაიფციგის უმაღლეს სავაჭრო სკოლაში. 1904 წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "საქართველოს საშინაო ვაჭრობა' (Der Hausierhandel in Georgien). იკვლევდა საქართველოს ეკონომიკის, სახელმწიფო სამართლის და სხვა საკითხებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქვეყნებდა პრესაში წერილებს ეკონომიკაზე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიისა და მუშათა მოძრაობის შესახებ ("შვარცის" ფსევდონიმით). პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა  ჟურნალეში: "კვალი", "ივერია", "ერთობა" და სხვ. 1918 წლის მაისში დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩად გერმანიაში. 1924–1937წწ. იყო ბერლინის ქართული ახალშენის მეთაური. ბერლინში საქართველოს საელჩო ახმეტელის თაოსნობით გახდა ქართული კულტურის ცენტრი გერმანიაში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1922 წლის გერმანია-საბჭოთა რუსეთის შეთანხმებით საქართველოს საელჩო გაუქმდა. ახმეტელი გახდა ბერლინის ქართული სათვისტომოს წევრი და იბრძოდა საქართველოს საკითხისადმი ევროპელთა ყურადღების მიპყრობისათვის. 1938 წლიდან ხელმძღვანელობდა გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილ "კავკასიის სამმართველოს". გარდაიცვალა ბერლინში. დაკრძალულია იქვე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. მთარგმნელი, დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.301

Member of Organizations

  • საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი, წევრი (1917-)

Share: