Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დომენტი ახობაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ვანის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1955 წელს. 1941–1945წწ. იყო ვანის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი, 1952–1954წწ. მთავლიტის ქუთაისის განყოფილების თანამშრომელი; იყო საავტომობილო ქარხნის მრავალტირაჟიანი ქარხნის რედაქტორი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ახალგაზრდა მწერალთა სექციას; 1938 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; ლექსების პირველი წიგნი "ჩემი მისამართი" გამოაქვეყნა 1957 წელს; გამოცემული აქვს კრებულები: "გულით დანახული ქვეყანა" (1967), "სუროსფერი ნატერფალი" (1973), "შემოდგომაზე ქარი ფოთოლს სულ არ სჭირდება" (1987), "უკანასკნელი ბარათი", (1989); განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა ებრაელ ლიტერატორ ბორის გაპონოვთან, დიდი წვლილი შეიტანა გაპონოვის მიერ ებრაულ ენაზე რუსთველის ვეფხისტყაოსნის თარგმნასა და გამოქვეყნებაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.304; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.33-34 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |