The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ახმეტელი

დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1881
გარდაცვ. თარიღი:26 აგვისტო, 1939  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა იურიევის(ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს.

1918 წლამდე მუშაობდა რუსეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1918 წლიდან გრიგოლ მუხაძესთან ერთად  მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში, ქირურგიის კათედრაზე. 1935 წელს აირჩიეს პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგედ. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ძვალ–სახსართა ტუბერკულოზის, ჩირქოვანი ინფექციის, სისხლძარღვთა დაზიანებისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის საკითხებს. პროფესორი(1936). ქირურგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.301


გააზიარე: