The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ახალციხელი

Date of birth:11??
Date of death:1226
Category:Royalty, Military Person

Biography

შალვა ახალციხელი იყო XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 ივნისი, ახალი სტილით-30 ივნისი. თამარ მეფის ვეზირი(ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ-მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი. ჯავახეთის მონაპირე თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების–ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი. 1195 წელს შამქორის ბრძოლაში ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმსობელს შესწირა. ამ ომის მსვლელობას ეხება განძანის წარწერა, რომელშიც შალვა ახალციხელის შესახებ ვკითხულობთ: "ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან... რომელმან ძალითა ლომითისაითა და მკლავითა თვისითა შეაძრწუნა ყოველი სოფელი სპარსეთისაი". შალვა ახალციხელი სარგის თმოგველთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის(ყარსი) ბრძოლებში(XIII საუკუნის დასაწყისი). ბასიანის ბრძოლაში(1203). შალვა და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. ბასიანის ომის შემდეგ შალვა ახალციხელი მანდატურთუხუცესი გახდა და ეს თანამდებობა მას 1225 წლამდე ეპყრა. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი(სამხრეთ საქართველოში). 1225 წელს გარნისის ბრძოლაში  ივანე ახალციხელთან ერთად სარდლობდა მესხთა მეწინავე ჯარს. "სახელოვანნი იგი მბრძოლნი ვითარ წესად არს სახლსა მათისა". ივანე I მხარგრძელმა, ძმებს დამხმარე ძალა არ მიაშველა. ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. გარნისის კლდეებში თავშეფარებულ ივანეს მაღალი კლდიდან მოწყვეტილი ქვა დაეცა და იქვე გარდაიცვალა. შალვა კი ტყვედ ჩაიგდეს ხვარაზმელებმა. ჯალალედინმა ტყვისათვის შეუსაბამო პატივი მიაგო მას, განზრახული ჰქონდა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი გამოყენება "ახოვნებასა" და "წყობათა შინა სიქველის გამო", მაგრამ ერთი წლის შემდეგ "ქრისტეს ჯურის არ დატევების გამო" სიკვდილით დასაჯა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.291






Share: