The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არდევან ახვლედიანი

არდევან ახვლედიანი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1897
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1942  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

მუშაობდა სვანეთში, სადაც შეისწავლა ენდემური ჩიყვი. გამოიკვლია საქართველოში ამ დაავადების გავრცელების მიზეზები. შეისწავლა სოფელ მუაშის მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები, რამაც განაპირობა მუაშის კურორტად აღიარება. 1939-1942წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. შეადგინა მეანობის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1936), პროფესორი(1939). მეან-გინეკოლოგი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.297

ბიბლიოგრაფია

  • ჰორმონალური სტერილიზაცია : ექსპერიმენტული და მიკრომორფოლოგიური ნარკვევი) 35 მიკროფოტოგრაფიული სურათით (ავტორი). - ტფილისი, კომუნისტი-ს სტ., 1935. - 183გვ.
  • ჩიყვი და კრეტინიზმი : სტატისტიკური, ეთიოლოგიური, კლინიკური და ანთროპომეტრული მონოგრაფია (ავტორი). - ტფილისი, (სახელგამის სამეცნ. ლიტ. სექტორის 1-ლი სტ., 1934. - 249გვ.

გააზიარე: