The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ახვლედიანი

Date of birth:22 February, 1924  (100 years)
Category:Linguist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის სპეციალობით.

1950–1960წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1960–1974წწ. კი აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1947 წლიდან მუშაობდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. არის არაბისტიკისა და სემიტური ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგში ნაშრომების ავტორი. იკვლევდა შუა აზიის არაბულ დიალექტებს. მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფია ბუხარის არაბულ დიალექტზე. ვლადიმერ ახვლედიანის კვლევით მუშაობაში დიდი ადგილი ეთმობა არაბულ გრამატიკულ აზროვნების ისტორიას. მუშაობდა სემიტურ ენათა, პირველ რიგში არაბული ენის ფონეტიკა–ფონოლოგიის პრობლემებზე (პროტოსემიტური და პროტოარაბული ფონოლოგიური სისტემების რეკონსტრუქციის საკითხები). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1987), ენათმეცნიერ–არაბისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.298

Bibliography


Share: