Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ბარამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი. 1958-1961წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1961-1966წწ. უმცროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1966-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1991-1992წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თნამშრომელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს დემოკრატიული პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: აფხაზეთის დეპუტაცია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009 წლიდან არის პროექტის "აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" ავტორთა სამეცნიერო სათათბიროს წევრი. არის 140-მდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ძვ.წ. III-I ათასწლეულების ძირითადი პრობლემები", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 40; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 84; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |