The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯარჯი ბალანჩივაძე

ჯარჯი ბალანჩივაძე
Date of birth:21 August, 1941
Date of death:8 June, 2011  (at 69 years)
Category:Composer, Musician, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს.

1972-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. გამართული აქვს მრავალი სოლო კონცერტი, სურათების გამოფენები თბილისში, სომხეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები თბილისსა და გერმანიაში. კამერული საორკესტრო ანსამბლ "ორფევსის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ავტორია მთელი რიგი სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და სხვა ნაწარმოებისა. ქართველი პიანისტი. არის ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი(1960), საქართველოს კულტურის სამინისტროს I პრემიის ორგზის ლაურეატი, ფ. ლისტის სახელობის მედალის (1991, უნგრეთი) მფლობელი, რადეფორვალდეს საპატიო მოქალაქე (1996).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 36


Share: