Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ შუღლიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს. 1959-1961წწ. იყო მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი თბილისის მე–10 სამუსიკო სკოლაში, 1963–1964წწ. ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა თბილისის 64–ე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გუნდს, 1964–1970წწ. მუსიკის–თეორიის საგნებს ქ. რუსთავის I სამუსიკო სკოლაში, 1970 წლიდან თბილისის V სამუსიკო სკოლაში; 1975–1978წწ. კინოსტუდია "ქართული–ფილმის" მულტგაერთიანების მუსიკალური რედაქტორი; შექმნილი აქვს: სიმფონიეტა(1964), "ხუთი სურათი "ვეფხისტყაოსნიდან" კამერული გუნდის, არფის, ფორტეპიანოს, თორმეტი სიმებიანი ინსტრუმენტისა და ლიტავრისათვის(1965, ხუთ ნაწილად); სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის(1967, ხუთ ნაწილად), ტრიო სამი კლარნეტისათვის(1966, სამნაწილიანი), "ცხრა ესკიზი" ნონეტისათვის(1966), კვინტეტი ფორტეპიანოსათვის(1973), "საბავშვო ალბომი"(1967, თორმეტი საფორტეპიანო პიესა), "ეგზერსისი" ფორტეპიანოსათვის(1972), დიდი ქრომატიული ფანტაზია 3 ფორტეპიანოსათვის(1975), მუსიკა კინოფილმებისათვის. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 266; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 464 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |