The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტა აღნიაშვილი

პეტა აღნიაშვილი
Legal name:პეტრე აღნიაშვილი
Date of birth:2 February, 1896
Date of death:31 May, 1937  (at 41 years)
Category:Politician, Political Leader, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

ოქტომბრის რევოლუციამდე მუშაობდა თბილისისა და მოსკოვის პარტიულ ორგანიზაციებში. 1917 წლის დეკემბრიდან იყო კავკასიის ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტიტის შემადგენლობაში და აქტიურად მუშაობდა ფრონტის ტრაპიზონის უბანზე. 1918 წლიდან იყო საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის აფხაზ მშრომელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აჯანყების დამარცხების შემდეგ (1918 წლის მაისი) გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და მეთაურობდა წითელი არმიის კავკავის ჯგუფს. 1919 წლის ზაფხულიდან ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ დააპატიმრა. 1920 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ნაწილებს სამოქალაქო ომის ფრონტებზე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო წითელი არმიის ქართული ნაწილების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1921 წლის სექტემბრიდან საქართველოს სამხედრო და საზღვაო სახალხო კომისრის მოადგილე, შემდეგ ქართული დივიზიის უფროსი. მომდევნო წლებში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე წითელ არმიაში, საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. სწავლობდა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში. 1932 წლის მარტში დანიშნეს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1933-1934 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური(ბოლშევიკური) პარტიის ცენტრალურ კომიტეტის მდივნად.  1935-1936 წლებში იყო ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. რაფიელ ერისთავის შვილიშვილის მარუნია მაყაშვილის მეუღლე. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.265

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1916-)

Awards and Honors

  • წითელი დროშის ორდენი

Share: