შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო ახალშენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სასულიერო სემინარიაში; 1897 დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამკურნალო აკადემია. 1894–1903წწ. მუშაობდა "ივერიაში". საექიმო მოღვაწეობასთან ერთად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. წერდა მოთხრობებს, ლექსებს, წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს, ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსი და ევროპელი მწერლების თხზულებათა თარგმნაში. თარგმნა ნ. გოგოლის, თ. დოსტოევსკის, ვ. კოროლენკოს თხზულებები. მ. ლერმონტოვის, ს. ნადსონის ლექსები. ბ. ბერნის, გ. ჰაუპტმანის, ჰ. ზუდერმანის დრამები. გი დე მოპასანის, ა. ფრანსის, კატულ მენდესის, ოქტავ მირბოს მოთხრობები. 1897 წელს "მოამბეში" გამოაქვეყნა რამდენიმე თავი ჟ. მ გიუიოს წიგნიდან "ხელოვნება სოციოლოგიური აზრით", ა. ჰაცფელდის "ძირითადი კანონები სალიტერატურო კრიტიკისა". ნაწარმოებებს აქვეყნებდა "ინ–ანის", "დამოუკიდებელის", "დავიწყებულის" ფსევდონიმებით. 1901 წელს "ივერიაში" გამოაქვეყნა სტატიები: "შავი ჭირი და მის წინააღმდეგ ბრძოლა", "სამეცნიერო მიმოხილვა". 1902 წელს იმავე გაზეთში გამოაქვეყნა წერილი შემახის მიწისძვრის შესახებ. ეს წერილები "morosus"–ის ფსევდონიმით დაიბეჭდა. მთარგმნელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.290 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |