The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუბენ აღაბაბიანი

რუბენ აღაბაბიანი
სხვა სახელი:რუბენ აგაბაბიანი
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1970  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი, მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1932 წელს.

1932–1970 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა არქიტექტურულ პროექტირებაში გამოთვლითი ტექნიკის გამოყენების საკითხებზე. არის ავტორი ცხინვალის (1936) და ბათუმის (1933) გენერალური გეგმების, მწვანე კონცხისა (1935) და ციხისძირის (1939) დასასვენებელი სახლების კორპუსების, თბილისის ისნის რაიონის მეგობრობის პარკში სომეხ კულტურის მოღვაწეთა პანთეონის დაგეგმარება-კეთილმოწყობისა(60-იანი წლები) ავტორი. მუშაობდა არიტექტურის თეორიისა და ისტორიის საკითხებზე. ავტორია 3 მონოგრაფიისა: "ქართული ხალხური საცხოვრებლის არქიტექტურის შესახებ" (1945),  "გუმბათოვანი ნაგებობის კომპოზიცია საქართველოსა და სომხეთში" (1950), "მოგზაურობა ორ დროში (სამეცნიერო-არქიტექტურული ანგარიში თურქეთში  მგზავრობის შესახებ", 1965). ეკუთვნის რამდენიმე ათეული გამოკვლევა და პროექტი. სამეცნიერო-პრაქტიკული გამოკვლევების პარალელურად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ლექსების პირველი წიგნი "ლირიკა" გამოიცა თბილისში 1930 წელს (სომხურ ენაზე). მასვე ეკუთვნის თბილისსა და ერევანში გამოცემული რამდენიმე კრებული. სომხურ ენაზე თარგმნა და გამოსცა გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ი. გრიშაშვილის, ი. აბაშიძის ლექსები. 1931-1941 წწ. იყო თბილისში გამომავალი სომხური საბავშვო ჟურნალის "კარმირ წილერის" ("წითელი კვირტები"), ხოლო 1936-1941 წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექციის ლიტერატურული ალმანახის "გრაკან ჰანდესის" ("ლიტერატურული მიმოხილვა") რედაქტორი. არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი (1949). მთარგმნელი. მისი საარქივო პირადი არქივი 2011 წლიდან დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.259; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექცია, ხელმძღვანელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: