Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა აფხაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძუყნური, ტყიბულის რაიონი (ყოფილი ქუთაისის მაზრა). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1913 წელს, 1917 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლიდან იყო "ცისფერყანწელთა" ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრი. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, გაზეთ "მუშის" რედაქციაში, გამომცემლობაში "ტექნიკა და შორომა", იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი კონსულტანტი. მისი ნაწარმოებების შემდგომი კრებულებიდან აღსანიშნავია "ლექსები" (1949), "ერთტომეული" (1954), "გაზაფხულის მელოდიები" (1957), "გაზაფხულის განთიადები" (1963), "კრიტიკული წერილები" (1959). არის შემდეგი მონოგრაფიების ავტორი ლიტერატურისა და ხელოვნების ქართული მოღვაწეთა შესახებ ("ვერიკო ანჯაფარიძე", 1956), "სანდრო ახმეტელი"(1958), "აკაკი ხორავა" (1962). მან შეადგინა "აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" (1957), თარგმნა მ. გორკის, დ. ფურმანოვისა და სხვათა ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.258; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.44; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.683-689 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |