The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არმენაკ ბაიანდურიანი

არმენაკ ბაიანდურიანი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დაღეთი, თეთრიწყაროს რაიონი. 

დაამთავრა ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტს ფსიქოლოგიის და ერევნის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტები.

1974–1989წწ. თბილისის ს.გ. შაუმიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი, მსახიობი; 1989 წელს თეატრი "ავლაბარი–89", ხელმძღვანელი; 1989–1993წწ. ერევნის თეატრი–სტუდია "ავლაბარი", დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1993–2008წწ. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი, მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მმართველი. 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი. დაწერილი აქვს პიესები, გადაღებულია ფილმში "შვიდკაცა".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 35;  საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 79

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1997-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი

გააზიარე: