შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს და სარეჟისორო ფაკულტეტი 1976 წელს. 1975, 1980-1984წწ. იყო ტელევიზიის რეჟისორი; 1975-1980, 1984-1991წწ. კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი; 1991-1994წწ. ხელოვნების აკადემიის პედაგოგი; 1996-1997წწ. გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1997 წლიდან კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგმული აქვს სპექტაკლები: მ. ფერმოს "კარებს აჯახუნებენ", მ. მრევლიშვილის "წამება დედოფლისა", ი. ჭავჭავაძის "განდეგილი", გ. დოჩნაშვილის "აღდგენითი სამუშაოები", ნ. დუმბაძის "ასტვაც ინჩუ ჰამარ" და სხვ. ამჟამად მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 31 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |