Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ აფშინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხოშარა, დუშეთის რაიონი. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. მასწავლებლობდა კახეთსა და საინგილოში. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა მოთხრობებს, კორესპონდენციებს, ფშაური პოეზიის ნიმუშებსა და წერილებს ჟურნალ-გაზეთებში("ჯეჯილი", "კვალი", "აკაკის კრებული", "ივერია"). როგორც ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი, ძმები რაზიკაშვილების(ვაჟა, ბაჩანა, თედო) მიმდევარი იყო. წერდა "ფშავლიშვილის"და "ზეზვას" ფსევდონიმებით. მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან. ფშავში დევნილობის პერიოდში წერა–კითხვა შეასწავლა მიხა ხელაშვილს. 1912 წელს აღასრულა ილია ჭავჭავაძის ანდერძი და საინგილოში წავიდა გამგე–მასწავლებლად. საინგილოს გადაცემის შემდეგ მონაწილეობდა ქართველთა წინააღმდეგობის მოძრაობაში საქართველოს შემადგენლობაში საინგილოს შენარჩუნების მიზნით. მოძრაობის დამარცხების შემდეგ იძულებული იყო დაეტოვებინა საინგილო. პედაგოგიურ მოღვაწეობას კახეთში აგრძელებდა. იყო არაერთი სკოლის დამაარსებელი და გამგე მასწავლებელი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მოსარჩლე. ამის გამო იდევნებოდა რუსის მოხელეთა მიერ და თავს აფარებდა ფშავს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.248; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |