The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ აფშინაშვილი

გრიგოლ აფშინაშვილი
სხვა სახელი:გადამთიელი  (ფსევდონიმი)
ზეზვა  (ფსევდონიმი)
ფშავლიშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:1960  (94 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. ზემო ხოდაშენი
კატეგორია:ეთნოლოგი, მწერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოშარა, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია.

მასწავლებლობდა კახეთსა და საინგილოში. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა მოთხრობებს, კორესპონდენციებს, ფშაური პოეზიის ნიმუშებსა და წერილებს ჟურნალ-გაზეთებში("ჯეჯილი", "კვალი", "აკაკის კრებული", "ივერია"). როგორც ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი, ძმები რაზიკაშვილების(ვაჟა, ბაჩანა, თედო) მიმდევარი იყო. წერდა "ფშავლიშვილის"და "ზეზვას" ფსევდონიმებით. მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან. ფშავში დევნილობის პერიოდში წერა–კითხვა შეასწავლა მიხა ხელაშვილს. 1912 წელს აღასრულა ილია ჭავჭავაძის ანდერძი და საინგილოში წავიდა გამგე–მასწავლებლად. საინგილოს გადაცემის შემდეგ მონაწილეობდა ქართველთა წინააღმდეგობის მოძრაობაში საქართველოს შემადგენლობაში საინგილოს შენარჩუნების მიზნით. მოძრაობის დამარცხების შემდეგ იძულებული იყო დაეტოვებინა საინგილო. პედაგოგიურ მოღვაწეობას კახეთში აგრძელებდა. იყო არაერთი სკოლის დამაარსებელი და გამგე მასწავლებელი, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მოსარჩლე. ამის გამო იდევნებოდა რუსის მოხელეთა მიერ და თავს აფარებდა ფშავს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.248; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: