Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ასლანიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი 1939 წელს. 1957-1981წწ. ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილებას, 1980 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1966–1975წწ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციის გამგე. 1973-1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის გამგე. მისი ძირითადი ნაშრომები ეძღვნება კარტოგრაფიის ზოგადი თეორიისა და საქართველოს კარტოგრაფიის საკითხებს. თავისი შრომებით–"კარტოგრაფია. ზოგადი თეორიის საკითხები" და "მეტაკარტოგრაფია. ძირითადი პრობლემები", საფუძველი ჩაუყარა მეტაკარტოგრაფიულ კონცეფციას. ეს შრომები კარტოგრაფიული მეცნიერების ზოგად თეორიებს მიეძღვნა. ასლანიკაშვილმა ლოგიკური აზროვნების ფორმები, როგორებიცაა: შედარება, აბსტრაგირება, განზოგადება, ანალიზი, სინთეზი და მოდელირება კარტოგრაფიულ ასახვას დაუკავშირა და შესაბამისად, დეფინიცია მისცა: შედარების, ანალიზის, სინთეზის, აბსტრაგირების, განზოგადებისა და მოდელირების კარტოგრაფიულ ფორმებს. 1999 წელს ცნობილმა იაპონელმა კარტოგრაფმა ტოსიტომო კანაკუბომ იაპონურ ენაზე ქალაქ ტოკიოში გამოსცა ალექსანდრე ასლანიკაშვილის "მეტა-კარტოგრაფია". გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი(1969). გეოგრაფ-კარტოგრაფი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |