The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანი
Date of birth:18 January, 1970  (55 years)
Category:Scientist, Politician, Political Scientist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი პოლიტოლოგის სპეციალობით 1991 წელს და ასპირანტურა 1994 წელს.

1992-1997წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1994-1995წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ (1993) და 1994-1995წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწედ; 1999 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აშშ-ში საკუთრების ფორმების ევოლუცია და მისი სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები", დაიცვა 1995 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 26; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.75

Member of Organizations

  • თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, დამაარსებელი, დირექტორი (1999-)
  • პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", პოლიტსაბჭოს მდივანი (2013-2016)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი , წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლელო"- პარტნიორობა საქართველოსთვის" -, წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", ფრაქციის მდივანი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მამული", წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანადგომა" , წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1997-)

Share: