Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ასანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია სპეციალობით ფიზიკური აღზრდა და სპორტი 1996 წელს. 1993–2004 წწ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში; 2004-2008 წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012 წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №10 გლდანის საარჩევნო ოლქიდან. ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში, 1998) და 181 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000); ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი და ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი. არის ათენის საპატიო მოქალაქე (2004); დასახელებულია საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (1998, 2000, 2001) და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ (2000), საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია (2016, 2017, 2018), საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (2016), საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (2018). ქართველი ძალოსანი, 2013 წლის მაისიდან საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 24; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 73; ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5, ტ.6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.329-გვ.278 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |