The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ასანიძე

გიორგი ასანიძე
Date of birth:30 August, 1975  (48 years)
Category:Politician, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია სპეციალობით ფიზიკური აღზრდა და სპორტი 1996 წელს.

1993–2004 წწ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში; 2004-2008 წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012 წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №10 გლდანის საარჩევნო ოლქიდან. ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში, 1998) და 181 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000); ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი და ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი. არის ათენის საპატიო მოქალაქე (2004); დასახელებულია საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (1998, 2000, 2001) და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ (2000), საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია (2016, 2017, 2018), საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (2016), საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (2018). ქართველი ძალოსანი, 2013 წლის მაისიდან საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 24; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 73; ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5, ტ.6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.329-გვ.278

Member of Organizations

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარები", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2005-2005)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები", წევრი (2004-2008)

Awards and Honors

  • 2018 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2004 - სპორტის რაინდის წოდება
  • 2004 - XXVIII ოლიმპიური თამაშები, ოქროს მედალი (ათენი, ზაფხულის ოლიმპიადია)
  • 2003 - დიდგორის ორდენი
  • 2002 - ევროპის ჩემპიონატი, ოქროს მედალი
  • 2001 - ევროპის ჩემპიონატი, ოქროს მედალი
  • 2001 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 2000 - XXVII ოლიმპიური თანაშები, ბრინჯაოს მედალი (სიდნეი, ზაფხულის ოლიმპიადა)
  • 2000 - ევროპის ჩემპიონატი, ოქროს მედალი
  • 1999 - ღირსების მედალი
    დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენის და სუფსის სახმელეთო ტერმინალის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების უმაღლეს დონეზე განხორციელებისათვის, მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის,თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის
  • 1998 - წლის საუკეთესო სპორტსმენი
  • 1998 - ევროპის ჩემპიონატი, ვერცხლის პრიზიორი
  • 1998 - მსოფლიო რეკორდსმენი და ჩემპიონი
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1995 - მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის
  • 1993 - მსოფლიო თასის პირველი ეტაპი, ბრინჯაოს პრიზიორი

Share: