შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1977 წელს. 1978-1984წწ. ეწეოდა სასწავლო, მთარგმნელობით და ლიტერატურულ საქმიანობას: 1978-1979წწ. სამხატვრო-პედაგოგიური სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1980-1982, 1984-1989წწ. საქინფორმის მთარგმნელი; 1983-1984წწ. კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო კოლეგიის რედაქტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1991-1992წწ. თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, N6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი "საქართველოს აღორძინება". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 22; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge ; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |