The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ არჩვაძე

თენგიზ არჩვაძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1932
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 2023  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს.

1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; 1967-1972 წწ. რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: "მოკვეთილი", "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი", "როცა ქალაქს სძინავს" "მე ვხედავ მზეს", "დღის წესრიგშია ერთი საკითხი",  "კვაჭი კვაჭანტირაძე", "30 აგვისტო",  "ჯორდანო ბრუნო" და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: თამაზი ("კეთილი ადამიანები", 1961), ზაზა ("ერთი ცის ქვეშ", 1961), გუგუა ("ხევისბერი გოჩა", 1964), "ხევსურული ბალადა" (1965), არსაკიძე ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მუშნი ზარანდია ("დათა თუთაშხია", 1977), დათიკო ("მე ვხედავ მზეს"), ნამორაძე ("შეხვედრა წარსულთან"), ვახტანგი ("შეხვედრა მთაში"), ბიძინა ("მალე გაზაფხული მოვა") და სხვ. 2011 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­იხ­სნა მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი. თეატრისა და კინოს მსახიოიბი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 22;  ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ. 86-87; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.141; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.88

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2017 - ხელოვნების ქურუმი
    ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის
  • 2009 - პრემია "საგურამო"
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1981 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: