Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ ასლანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბავრა, ახალქალაქის რაიონი(ყოფილი ახლქალაქის მაზრა). დაამთავრა ახალქალაქის სამაზრო სკოლა და ქართველ კათოლიკეთა საშუალო სასწავლებელი. 1876 წლიდან მსახურობდა ფოსტა–ტელეგრაფში სურამში, არტაანსა და არტანუჯში. 1974 წლიდან ბეჭდავდა კორესპონდენციებს "დროებაში", " ივერიასა" და "თეატრში". განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კორესპონდენციების ციკლი და მიმოხილვები სამხრეთ საქართველოს რეგიონების საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ სათაურით – "საქართველოს მატიანე". აღწერილი აქვს(ისტორიულად, ეთნოგრაფიულად, დემოგრაფიულად) მრავალი დასახლება, საქრისტიანო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობანი. "ივერიაში" გამოაქვეყნა "მგზავრის შენიშვნები" და სხვ. მუშაობდა ქუთაისში, 1905 წლიდან თბილისში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ქართველ კათოლიკეთა კომიტეტში. ხელნაწერის სახით დარჩა ქართულ–თურქული სახელმძღვანელო და ქართულ–თურქული ლექსიკონი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.230 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |