The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ არველაძე

არჩილ არველაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1973  (53 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1997 წელს.

პროფესიონალური კარიერა დაიწყო თბილისის "დინამოში"; 1994-2002წწ. თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში; ასევე თამაშობდა თურქეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის კლუბებში; 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა და კარიერა თბილისის "ლიკომოტივში" დაარულა. მუშაობდა 35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორად; 2013-2015წწ. ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი. თურქეთის თასის და სუპერთასის მფლობელი (1995), საუკეთესო დებიუტანტი ჰოლანდიის "ბრედაში" (1998), ჰოლანდიის "ბრედას" საუკეთესო ფეხბურთელი 1997-1998 და 1999-2000 წლებში, "ტრაპზონსფორის" ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.20

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ჩემპიონი (ორგზის)

გააზიარე: