Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ასლან I ჯაყელი![]()
Biographyასლან I ჯაყელი იყო ახალციხის(ჩილდირის) ფაშა 1659–1679 წლებში, როსტობ ფაშას ძე. მისი მმართველობის დროს გახშირდა მესხთა ზედაფენების ოჯახთა გამაჰმადიანება. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს მმართველობა ოსმალეთს ახალციხის საფაშოსათვის ჰქონდა დავალებული. ასლან I-თან ხშირად ჩადიოდნენ იმერეთის მეფე, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მთავრები და ფეოდალები. ტახტზე ასვლისთანავე ასლან I იმერეთის საქმეების მოსაგვარებლად გაემგზავრა და ქუთაისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა. ტახტიდან ჩამოგდებული ბაგრატ IV ისევ აღადგინა, მაგრამ ქრთამის მოყვარე ფაშამ სამეფოში სიმშვიდე მაინც ვერ დაამყარა. შემდგომში, როდესაც იმერეთში ქართლიდან მოწვეული არჩილ II გამეფდა, ასლან I-მა მასთან გააბა ურთიერთობა, რაც სულთნის კარმა საშიშად მიიჩნია. ამ ეჭვიანობის ნიადაგზე ასლან I სიკვდილით დასაჯეს. მისი ერთი ქალიშვილი, ელენე სპარსეთის დედოფლი იყო, ხოლო მეორე, თამარი სულხან–საბა ორბელიანის მეუღლე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |