Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანო ასკურავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვირი, ლანჩხუთის რაიონი (ყოფილი ოზურგრთის მაზრა). დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1939 წელს. 1940 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მხატვარი. მხატვრულად გააფორმა ოპერები: ჯ. ვერდის "ოტელო" (1949), ზ. ფალიაშვილის"ლატავრა" (1950), "დაისი" (1957), "აბესალომ და ეთერი" (1964), ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" (1950), ა. რუბინშტეინის "დემონი" (1950), პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა" (1951), მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი" (1954), ა. ბოროდინის "თავადი იგორი"(1956), დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი" (1957), ს. ცინცაძის "განდეგილი" (1972) და სხვ. ბალეტები: ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1945), დ. თორაძის "მშვიდობისათვის" (1953) და სხვ. ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"(1957, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი). მიღებული აქვს დრამატული თეატრების საკავშირო კონკურსის პრიზი, ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობის" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი) სპექტაკლის გაფორმებისთვის (1957). თეატრის მხატვარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1975.-გვ. 636; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. 285 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |