შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო ასკურავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვირი, ლანჩხუთის რაიონი (ყოფილი ოზურგრთის მაზრა). დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1939 წელს. 1940 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მხატვარი. მხატვრულად გააფორმა ოპერები: ჯ. ვერდის "ოტელო" (1949), ზ. ფალიაშვილის"ლატავრა" (1950), "დაისი" (1957), "აბესალომ და ეთერი" (1964), ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" (1950), ა. რუბინშტეინის "დემონი" (1950), პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა" (1951), მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი" (1954), ა. ბოროდინის "თავადი იგორი"(1956), დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი" (1957), ს. ცინცაძის "განდეგილი" (1972) და სხვ. ბალეტები: ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1945), დ. თორაძის "მშვიდობისათვის" (1953) და სხვ. ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"(1957, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი). მიღებული აქვს დრამატული თეატრების საკავშირო კონკურსის პრიზი, ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობის" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი) სპექტაკლის გაფორმებისთვის (1957). თეატრის მხატვარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.229; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1975.-გვ. 636; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. 285 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |