Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს. ავტორია ქალაქთგეგმარებითი განხორციელებული პროექტებისა: თბილისის "თემქის" მიმდებარე ტერიტორიის (1961–1964), ნავთლუღის სამრეწველო ტერიტორიის (1964) დაგეგმარება–განაშენიანება და სხვ. გამოავლინა და მეცნიერულად შეისწავლა მრავალი ახალი მასალა 20–30–იან წლებში საქართველოს ქალაქების განვითარების, დაგეგმარებისა და განაშენიანების შესახებ, გამოაქვეყნა მონოგრაფიული ნაშრომი ამ საკითხზე. 1973 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და კრიტიკული სტატიების ავტორი უახლესი და თანამედროვე ქართული არქიტექტურის სხვადასხვა საკითხზე. 1986–1990 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1984). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.226 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |