The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ასათიანი

Date of birth:1 August, 1935  (88 years)
Category:Architect, Scientist, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს.

ავტორია ქალაქთგეგმარებითი განხორციელებული პროექტებისა: თბილისის "თემქის" მიმდებარე ტერიტორიის (1961–1964), ნავთლუღის სამრეწველო ტერიტორიის (1964) დაგეგმარება–განაშენიანება და სხვ. გამოავლინა და მეცნიერულად შეისწავლა მრავალი ახალი მასალა 20–30–იან წლებში საქართველოს ქალაქების განვითარების, დაგეგმარებისა და განაშენიანების შესახებ, გამოაქვეყნა მონოგრაფიული ნაშრომი ამ საკითხზე. 1973 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და კრიტიკული სტატიების ავტორი უახლესი და თანამედროვე ქართული არქიტექტურის სხვადასხვა საკითხზე. 1986–1990 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1984).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.226

Bibliography


Share: