Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს. 1944 წლიდან მუშაობდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში (ატომური ენერგიის სახელმწიფო კომიტეტის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი). კოსმოსური გამოსხივების ფართო ატმოსფერული ღვარების გამოკვლევისას პირველმა გამოიყენა ატმოსფერული ღვართა ენერგიის გაზომვის ახალი მეთოდი. 1959 წელს დაიწყო კოსმოსური მიუონების პოლარიზაციის ხარისხის ენერგიაზე დამოკიდებულების შესწავლა, ხოლო 1963 წლიდან მონაწილეობდა დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში–განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნაში. ამ სამუშაოს შედეგად გამოირკვა, რომ მაგნიტურ ველში განიერღრეჩოიანი კამერის მოთავსებისას ნაპერწკალი შეიძლება განვითარდეს დამუხტულ ნაწილაკთა წინასწარ არ მოცემული წრიული ტრაექტორიის გასწვრივ. ამან განაპირობა კამერების ფართო გამოყენება ნაწილაკების იმპულსის გასაზომ ხელსაწყოებად. თინათინ ასათიანი არის 150-ზე მეტი ნაშრომის თანაავტორი. მოღვაწეობდა ლექტორად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970). პროფესორი (1971). 2011 წელს გარდაიცვალა სომხეთში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.225; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.55 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |