The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე ასათიანი

Legal name:ეკატერინე ჭრელაშვილი
Other name:ეკ. ა-სა.  (Pseudonym)
Date of birth:1859
Date of death:8 December, 1938  (at 79 years)
Burial location:ვაკის სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი (ყოფილი სიღნაღის მაზრა). 

სწავლობდა ეპარქიულ სასწავლებელში.

XIX საუკუნის 70–იან წლებში სიღნაღში გახსნა ქალთა სასწავლებელი. იყო თბილისის კუკიის საქალაქო სასწავლებლის გამგე და მასწავლებელი. 1897 წელს მონაწილეობდა ნაძალადევის პირველდაწყებითი სასწავლებლის დაარსებაში. თავის ძმასთან – სტეფანე ჭრელაშვილთან  და ქართველ მწერლებთან ერთად ეწეოდა საზოგადო – საგანმანათლებლო მუშაობას. 1883 წელს ჟურნალ "იმედის" ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "ბჟუტა ვარსკვლავი", რომელიც ცენზურამ აკრძალა. ქართულ საყმაწვილო ჟურნალებში ("ნობათი", "ჯეჯილი") აქვეყნებდა მოთხრობებსა და ხალხში შეგროვილ ზღაპრებს. 1885 წელს იყო გაზეთ "დროების" კორესპონდენტი. 1886 წელს გამოვიდა მისი მოთხრობა "ქუდბედიანი". ეკატერინე ასათიანის შემოქმედების ძირითადი თემა იყო ქართული სოფლის ყოფა-ცხოვრება. საზოგადო მოღვაწე. საზოგადო მოღვაწის-მიხეილ ასათიანის მეუღლე და ცნობილი ფსიქიატრის-მიხეილ ასათიანის დედა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.224; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.216

Bibliography

  • ქურდ-ბედიანი : მოთხრობა ეკატ. ასათიანისა. (Author). - თბილისი, ადამეცკის სტ., 1886. - 26გვ.

Share: