The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ასათიანი

გიორგი ასათიანი
Date of birth:10 June, 1914
Date of death:17 November, 1977  (at 63 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Filmmaker, Screenwriter, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორზია, ჩიტის ოლქი, რსფსრ.

დაამთავრა ლენინგრადის კინოინჟინერთა ინსტიტუტი 1936 წელს.

მუშაობდა კინოკორესპონდენტად ასტრახანის ოლქში. 1939–1941წწ. იყო სტალინგრადის ოლქის კინოკორესპონდენტი. 1943 წლიდან მუშაობდა  სამხედრო კორესპონდენტად. ამ წლებში მის მიერ გადაღებული მასალები შევიდა დოკუმენტურ ფილმებში: "ნოვოროსიისკის აღება"(1943), "ბერდიჩევის აღება"(1944), "ჩანჩიბაძის გვარდიული არმია"(1948). ასათიანმა თვისივე სცენარის მიხედვით დადგა და გადაიღო ფილმები: "მოგზაურობა ნეპალში"(1959), "ნადირობა ჯუნგლებში" (1960), "მსოფლიო ტაშს უკრავს"(1961), "ნაირსართულიანი ამერიკა" (1961), "ალჟირის დღიური", "მაროკოელთა მიწა", "საჰარა"(სამივე 1962), "რესპუბლიკის დაბადება"(1963), "მეხუთე კონტინენტის გზები", "ურუგვაი"(ორივე 1964), "პარიზი... პარიზი"(1967), "ინკების ქვეყანაში"(1968), "მიუნხენი მეოთხედი საუკუნის წინ"(1969), "შვეიცარიული ნოველები"(1970), "ნილოსის სათავეებთან"(1972), "ესპანეთის ძიებაში"(1973), "ბასკთა ქვეყანაში"(1976) და სხვ. გიორგი ასათიანმა გადაიღო შემეცნებითი ხასიათის  ფილმები: "აყვავებული საქართველო"(1957), "ბრიუსელი"(1958), "მაროკო"(1962), "უძველესი კულტურის ქვეყანა"(1963), "შეხვედრა საბერძნეთთან", "ერთი დღე ბუენოს-აირესში(ორივე 1964). "ქვაში ამეტყველებული საუკუნეები"(1968), "საუკუნეთა წყვდიადის მიღმა"(1964), "ათასწლოვანი ბილიკებით"(1967), "საქართველო: ლეგენდები და სინამდვილე"(1970). მან გადაიღო  საქართველოს ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ტრიუმფალური მოგზაურობა მსოფლიოს ქვეყნებში და ქართული კულტურის ძეგლები უცხოეთში. იგი იყო საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები, მათ შორის ლენინგრადის I საკავშირო კინოფესტივალზე მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის პრიზი და დიპლომი - დოკუმენტური ფილმისთვის - "მეხუთე კონტინენტის გზები" (1964). დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ოპერატორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.223

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის კოლეგია, წევრი

Awards and Honors

  • 1967 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1964 - მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემია
    დოკუმენტური ფილმისათვის –"უძველესი კულტურის ქვეყანა"
  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: