Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანთეოზ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1938 წელს. 1921–1922წწ. იყო გაზეთ "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი, 1924–1925წწ. კომპარტიის ახალციხის სამაზრო კომიტეტის პირველი მდივანი, 1927 წელს საქართველოს მთავლიტის უფროსი, 1935–1936წწ. ამიერკავკასიის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის პირველი მოადგილე, 1942–1947წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო გამომცემლობის დირექტორი, 1944–1947წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრების გამგე. 1947–1952წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. დამუშავებული აქვს რაციონალური კვებისა და სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების ზოგიერთი საკითხი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1950). პროფესორი(1950). ჰიგიენისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.223 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |