| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანთეოზ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1938 წელს. 1921–1922წწ. იყო გაზეთ "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი, 1924–1925წწ. კომპარტიის ახალციხის სამაზრო კომიტეტის პირველი მდივანი, 1927 წელს საქართველოს მთავლიტის უფროსი, 1935–1936წწ. ამიერკავკასიის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის პირველი მოადგილე, 1942–1947წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო გამომცემლობის დირექტორი, 1944–1947წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრების გამგე. 1947–1952წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. დამუშავებული აქვს რაციონალური კვებისა და სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების ზოგიერთი საკითხი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1950). პროფესორი(1950). ჰიგიენისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.223 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

