The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფელიქს ალბოროვი

ფელიქს ალბოროვი
Date of birth:8 September, 1935
Date of death:28 June, 2005  (at 69 years)
Burial location:მემორიალური სასაფლაო-პანთეონი "დიდების ხეივანი", ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.

1961–1962წწ. იყო სამხრეთ–ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "სიმდის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1963–1969წწ. მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1969–1979წწ. მისივე დაარსებული მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი (ქ. ცხინვალი); 1975–1978წწ. სამხრეთ–ოსეთის საოლქო–აღმასრულებელი კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგე; 1979 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1990 წლიდან ჩრდილო-ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ კვლევათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1998-2005წწ. ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "ალანის" მუსიკალური ხელმძღვანელი. შექმნილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1963), სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის (1971); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "სკერცო" სიმებიანი კვარტეტისათვის (1959), "არია" ვიოლონჩელოსათვის (1961), "პრელუდი" ფორტეპიანოსათვის (1961), ვარიაციები ფორტეპიანოსათვის (1965, 1969), "ექსპრომტი" ფორტეპიანოსათვის (1970), ცეკვა–ტოკატა ფორტეპიანოსატვის (1974); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – რომანსები და სიმღერები მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის; საგუნდო ნაწარმოებები – "ლირიული დუეტი" სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის (1961), "ლირიული" სიმღერა სოლისტის გუნდისა და ორკესტრისათვის (1962); მუსიკა კინოფილმებისა და სპექტაკლებისათვის.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. – გვ. 13; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 19

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-19??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე
  • კოსტა ხეთაგუროვის სახელობის პრემია

Share: