შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფელიქს ალბოროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს. 1961–1962წწ. იყო სამხრეთ–ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "სიმდის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1963–1969წწ. მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1969–1979წწ. მისივე დაარსებული მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი (ქ. ცხინვალი); 1975–1978წწ. სამხრეთ–ოსეთის საოლქო–აღმასრულებელი კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგე; 1979 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1990 წლიდან ჩრდილო-ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ კვლევათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1998-2005წწ. ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "ალანის" მუსიკალური ხელმძღვანელი. შექმნილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1963), სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის (1971); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "სკერცო" სიმებიანი კვარტეტისათვის (1959), "არია" ვიოლონჩელოსათვის (1961), "პრელუდი" ფორტეპიანოსათვის (1961), ვარიაციები ფორტეპიანოსათვის (1965, 1969), "ექსპრომტი" ფორტეპიანოსათვის (1970), ცეკვა–ტოკატა ფორტეპიანოსატვის (1974); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – რომანსები და სიმღერები მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის; საგუნდო ნაწარმოებები – "ლირიული დუეტი" სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის (1961), "ლირიული" სიმღერა სოლისტის გუნდისა და ორკესტრისათვის (1962); მუსიკა კინოფილმებისა და სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. – გვ. 13; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 19 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |