Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი არჯევანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა პეტროვსკ-პოლტავის სამხედრო გიმნაზია. 1881 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. 1905 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. I მსოფლიო ომის დროს (1914–1918) თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა არზრუმის ციხე–სიმაგრის აღებაში, ხელმძღვანელობდა კუპდაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას. 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს არმიაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იგი წითელ არმიაში შევიდა. 1921 წელს იყო ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი, 1922 წლის მაისიდან კი ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის, ხოლო 1927 წლის სექტემბრიდან ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგი. 1928 წლის იანვრიდან გავიდა თადარიგში. პერსონალური პენსიონერი. პოლკოვნიკი (1910). გენერალ-მაიორი (1916). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.222 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |