Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ სტეფანოზის ძე![]()
Biographyარჩილ სტეფანოზის ძე იყო ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში, ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისიც, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. VIII საუკუნის 30–იან წლებში არჩილმა თავის ძმასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ანაკოფიის ბრძოლაში მურვან ყრუს წინააღმდეგ. მას მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს. მისი წამების ამბავი VIII საუკუნეში დაიწერა, ხოლო XI საუკუნეში გადაამუშავა და განავრცო ლეონტი მროველმა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.220
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |