The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარო არჯევნიშვილი

მარო არჯევნიშვილი
Legal name:მარიამ არჯევნიშვილი
Date of birth:11 March, 1918
Date of death:25 December, 1958  (at 40 years)
Burial location:მთავარანგელოზის ეკლესიის ეზო, გრემი, ყვარელი
Category:Singer, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ენისელი, ყვარლის რაიონი.

1939 წელს ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ყვარლის რაიონის ეთნოგრაფიულ გუნდს, რომლის რეპერტუარი მოიცავდა კახურ სიმღერებს. პარალელურად ეძებდა, კრებდა და იწერდა ხალხური სიმღერების საინტერესო ვარიანტებს (ჩაწერილი აქვს 100–ზე მეტი სიმღერა). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. 1941–1943წწ. მუშაობდა მოგზაური სათეატრო ანსამბლის მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1943–1945წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერ აღდგენილ ხალხური სიმღერების გუნდს. 1945 წელს იყო ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული მეფანდურეთა ექსპერიმენტული ანსამბლის ხელმძღვანელი. მარიამ არჯევნიშვილმა დანერგა ქართული ხალხური საკრავების–ფანდურის, სალამურის, ჭუნირის, დაირის, ჩონგურის ანსამბლური გამოყენება. 1947 წლიდან პარალელურად იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური საკრავების ჯგუფის ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერის დახვეწისა და ქართული ხალხური საკრავების მდიდარი, თვითმყოფადი ჟღერადობის შენარჩუნების საქმეში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.222; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.380; geonecropol.com

Awards and Honors

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: