| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ ათაბეგოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვიოლინოს განხრით (პედაგოგი გ. ხატიაშვილი) 1966 წელს; კომპოზიციის ფაკულტეტი (პედაგოგი ანდრია ბალანჩივაძე) 1977 წელს. 1955–1966წწ. იყო საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის სიმფონიური ორკესტრის არტისტი; 1968–1975წწ. ასწავლიდა თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებელში; 1966 წლიდან თბილისის მეათე სამუსიკო სკოლაში; შექმნილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1977), სიმფონია (1977, ახალი რედაქცია 1981), კონცერტი ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1979), სიმფონია №2 "სვეტიცხოველი" გუნდისა და ორკესტრისათვის (1982, კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" მიხედვით); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – ელეგია სიმებიანი კვინტეტისათვის (1972), რაფსოდია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1972), ტრიო ფლეიტის, ალტისა და ვიოლონჩელოსათვის (1972), სამი დუეტი ვიოლინოსა და ფლეიტისათვის (1972), ვარიაციები ვიოლინოსათვის (1973), სამი მინიატურა სიმებიანი კვარტეტისათვის (1974), სონატა №1 ვიოლინოსათვის (1980), სამი პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1982), ხუთი მინიატურა სიმებიანი კვარტეტისათვის (1983), სონატა №2 ვიოლინოსათვის (1983), სიმებიანი კვარტეტი (1984). მევიოლინე, კომპოზიტორი. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 26; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.60 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

