Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაჟდენ არსენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სოჩხეთი, ტყიბულის რაიონი (ყოფილი ქუთაისის მაზრა). სწავლობდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებშივე მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. რსდმპ II ყრილობის შემდეგ მიემხრო მენშევიკებს. მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ბაქოს მენშევიკურ ორგანიზაციებში. თანამშრომლობდა გაზეთებში "ივერიასა" და "კვალში". მონაწილეობდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის შედგენაში. 1919 წელს ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში; ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას. 1930–იან წლებში პარიზში მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა ჟურნალი "სოციალისტური აზრი". იყო 1952 წელს მიუნხენში დაარსებული რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის პირველი რედაქტორი. სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.207; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.203 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |