The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე არსენიშვილი

კონსტანტინე არსენიშვილი
Date of birth:17 September, 1907
Date of death:17 July, 1968  (at 60 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის  საინჟინრო–სამშენებლო ფაკულტეტი 1930 წელს.

1931–1968წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკური და მელიორაციის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1952–1957წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა, 1960–1968წწ. წყალმომარაგების განყოფილების გამგე. 1954–1959წწ. მუშაობდა  საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჰიდროტექნიკის კათედრის გამგედ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი კვლევის შედეგები განზოგადოებულია წიგნში "ტალღური დინებები ღია დიდქანობიან არხებში" (თბილისი, 1970, რუსულად გამოიცა 1961, ინგლისურად–1965). კონსტანტინე არსენიშვილის მიერ დამუშავებული უტალღო ჰიდროტექნიკური არხების აგების მეთოდების საფუძველზე აშენდა ტყიბულის ჰესის სწრაფდენი, იგოეთისა და აზერბაიჯანის საირიგაციო სისტემები. არსენიშვილის მიერ დამუშავებული არხების პროფილები და სხვა რეკომენდაციები შეტანილია აშშ-ის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების სტანდარტებში. ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962), ჰიდროტექნიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.207

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: