The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარამ ბარამიძე

ბარამ ბარამიძე
Date of birth:29 October, 1936  (87 years)
Category:Musician, Educator, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო).

1951-1953წწ. იმყოფებოდა გადასახლებაში ყაზახეთში; 1959-1964წწ. თბილისის პირველ საშუალო სკოლასთან არსებული სამუსიკო ათწლედის თეორიული განყოფილების მასწავლებელი; 1960 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს ხმის ჩამწერი სტუდიის ხმის ოპერატორი; 1963-1970წწ. განათლების სამინისტროს ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლის დირექტორის მოადგილე; იმავდროულად, თბილისის განათლების განყოფილების საქალაქო მეთოდკაბინეტის მეთოდისტი მუსიკალურ აღზრდის დარგში; 1969-1970წწ. საქართველოს განათლების მინისტრის თანაშემწე; 1970-1978წწ. კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის მასწავლებელი; 1971-1977წწ. N11 სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1977-1991წწ. თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი; 1991-1993წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორი; 1993-2001წწ. თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი; 2002 წლიდან - საქართველოს "შ.პ.ს. მუსიკალური ფონდის" გენერალური დირექტორი. მრავალი ფოლკლორული ექსპედიციის ხელმძღვანელი და მონაწილე; მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: სახელმძღვანელოები – მუსიკის სახელმძღვანელო მეხუთე–მეექვსე კლასებისათვის(1973, "განათლება", ჯ. მუჯირთან და პ. შარაბიძესთან ერთად); სტატიები პერიოდულ გამოცემებში; სტატიები ჟურნალში "საბჭოთა ხელოვნება" – "აბესალომ და ეთერის" ახალი კლავირი" (1962), "ლეოპოლდ სტოკოვსკი 80 წლის" (1962), "საკულტო–სარიტუალო ჟანრი ქართულ ფოლკლორში" (1971), "ნიკო სულხანიშვილი" (1972), "ქორმეისტერი ს. იაშვილი" (1973), "ქართული კლასიკური ქორეოგრაფიის მჭედლები" (1978). მუსიკათმცოდნე.

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 48; რეპრესირებულთა ჩანაწერები/შემდგენელი-რედაქტორი ქეთევან ტომარაძე. -თბ.,2020. -გვ.132

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1976-19??)
  • საქართველოს მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1975-)

Awards and Honors

  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი

Share: