The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა გურგენიძე

მამუკა გურგენიძე
Date of birth:11 February, 1964  (61 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტში (1984–88) შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1990 წელს.

1991 წლიდან მუშაობს სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც შეეხება კუჭის წყლულოვან დაავადებას, მალიგნიზაციას, კიბოს დიაგნოსტიკას ქოლედოქოლითიაზის დიაგნოსტიკასა და ენდოსკოპიურ მკურნალობას. ექიმი–ენდოსკოპისტი (toduaclinic.ge), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის წყლულის მალიგნიზაციის კომპლექსური დიაგნოსტიკა", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.83

Member of Organizations

  • ევროპის ენდოსკოპიური ქირურგიის ასოციაცია, წევრი

Share: