The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ბარდანაშვილი

იოსებ ბარდანაშვილი
Date of birth:23 November, 1948  (75 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს.

1973 წლიდან ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს(კომპოზოცია, პოლიფონია, ინსტრუმენტობა) ქ. ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში; შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – ერთაქტიანი ბალეტი "ბალადა ქალზე"(1972), როკ–ოპერა "ალტერნატივა"(1976, ორ მოქმედებათ, ლიბრეტო რ. სტურუასი, სიმღერების ტექსტი ნ. ერგემლიძის, რ. ბარძიმაშვილის. პრემიერა – 1977, ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი "75"); სიმფონიური და ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები – სიმფონიური პოემა(1971), ვოკალურ–სიმფონიური პოემა შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1973), კონცერტი ფორტეპიანოს, ვიოლონჩელოსა და ჩასაბერი საკრავებისათვის(1981); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პრელუდია ფლეიტასა და ფორეპიანოსათვის(1968), ვარიაციები ფორტეპიანოსათვის(1969), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1971), საფორტეპიანო კვინტეტი(1973), სონატა ფორტეპიანოსათვის(1974), ოთხი საფორტეპიანო პიესა ებრაულ ხალხურ თემებზე(1975), საფორტეპიანო ტრიო "ბიზეს ხსოვნას"(1976), კონცერტი ექვსსიმიანი გიტარისა და კამერული ორკესტრისათვის(1978), სერენადა–კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის(1983); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის(1968), ვოკალური ციკლი მეცო–სოპრანოს, ვოკალური სექსტეტისა და ფორტეპიანოსათვის(1971), ვოკალური ციკლი ბანისა და ფორტეპიანოსათვის(1972), ვოკალური სცენა ხმისა და ორი ვიოლინოსათვის(1976); საგუნდო ნაწარმოებები – ოთხი მინიატურა ებრაული პოეზიიდან შერეული გუნდისათვის ა–კაპელა(1978), კანტატა შერეული გუნდისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის(1984); მუსიკა დრამატული თეატრების სპექტაკლებისათვის(ბათუმის, მახარაძის, ა. გრიბოედოვის სახ., შ. რუსთაველის სახ., კ. მარჯანიშვილის სახ.), მუსიკა კინოფილმებისა და ტელეფილმებისათვის.

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 50

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1975-19??)

Share: